რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები პროტესტის უკიდურესი ფორმას - შიმშილობის აქციას წყვეტენ. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს, ,,ბოლო დღეებში, ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორი ბინძური და უხეში მეთოდით აპირებენ საქართველოში ნამდვილ და ევროპული საერთო პროფკავშირული მოძრაობის სამუდამოდ დასამარებას! სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები ვაცხადებთ: 1. ვწყვეტთ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციას; 2. ვიღებთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას და ვიწყებთ არსებულ კოლექტიური შრომით დავაზე სამართლებრივი ბრძოლას; 3. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივ ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, ვერთვებით პროფკავშირული მოძრაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში; იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!-, -ნათქვამია განცხადებაში.