აქციები გაგრძელდება - გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. სამომავლო სტრატეგიაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლეიობორისტული პარტიის ოფისში დახურულ კარს მიღმა 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს ისინი არიან პრიციპულები და ერთსულოვნები,რაც იმას ნიშნავს რომ პროტესტი და პიკეტირებები გაგრძელდება, ასევე იგეგმება რეგიონებში გასვლები. მეორე საკითხი, რომელზეც ოპოზიციის ლიდერებმა იმსჯელეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიატორების მიერ წამოყენებული ინიციატივა იყო, როემლიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანით ჩანაცვლებას გულისხმობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მმართველი ძალისგან აღნიშნულ ინიციატივაზე კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან და საპასუხო პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ.