"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ორგანიზებით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. მათ სიმბოლურად გმირთა მოედნის ესტაკატიდან პლაკატები წარწერით "გახარია წადი" გადმოფინეს.
აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა პროვოკატორის გამოჩენამ გამოიწვია.