წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროგადამცემი სადენების სარემონტო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ადგილობრივები სამუშაოების საკუთარი ძალებით შეჩერებას შეეცადნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი შეუძლოდ გახდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. სამართალდამცავებმა შეძლეს ვითარების განმუხტვა. ადგილზე მისული იყო წალენჯიხის რაიონის გამგებლის მოადგილე. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაცია უკვე მიიღო და დარჩენილებიც დაკმაყოფილდებიან.