მსჯავრდებულ პაპუნა ნანეიშვილის ოჯახი ზუგდიდში აქციას მართავს რათა მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება . ნანეიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა და პოლიციამ მას დაკავებისას იარაღი ჩაუდო. მსჯავრდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 24 დღეა გეგუთის ციხეში შიმშილობს.პატიმრის ახლობლების თქმით, პაპუნა ნანეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.