საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე კომპანია მ2-ის მიერ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა მცხოვრებლებმა აქციით გააპროტესტეს.აქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ურბანისტი ცირა ელისაშვილი და სხვა პირები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ისინი ქალაქის ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეუნარჩუნდეს აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი და არ მიეცეს შესაძლებლობა კომპანია მ2-ს ოთხი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის.აქციაზე ხელმოწერები შეაგროვეს. ისინი ასევე აპირებენ წერილით საკრებულოსაც მიმართონ.