აქცია სოფელ გომში - საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ჩიჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი დაუდგინა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა.ოჯახის თქმით გარდაცვლილი ჯარისკაცი არასდროს სვამდა. ჯარისკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული, ამიტომ ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.