"საქართველოს ფოსტის" ერთ-ერთი ფილიალის წინ, აქციის "სირცხვილია" წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის წევრებმა ფოსტის მეშვეობით ტელეკომპანია "იმედს" წერილები გაუგზავნეს, სადაც აგვისტოს ომზე "იმედის" ეთერში გასული ფილმი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფილმი: "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", არის სირცხვილი და ომი რუსეთმა დაიწყო.