რუსთაველის გამზირზე, აქციის „სირცხვილიას“ ფარგლებში, უკვე 24-ე დღეა შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. აქციის 24-ე დღეს, პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიმართეს. დემონსტრაციას შეუერთდა ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება იქამდე სანამ შს მინისტრი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ აიღებს და თანამდებობას არ დატოვებს.