სოფელ კარბის შესასვლელთან, სამართალდამცავებმა სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" აქტივისტებს სოფელ გუგუტიანთკარის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მათ უკანონოდ უზღუდავენ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლებას და პროტესტის ნიშნად ეს საპარტულო პოლიციას აცნობეს.
მათ ასევე საგუშაგოსთან სიმბოლური პერფორმანსიც გამართეს, გაშალეს საქართველოს დროშა და ადგილობრივ მოსახლეობას თანადგომის ნიშნად მის ქვეშ გასვლის უფლებას აძლევდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელ გუგუტიანთკარის შესასვლელთან აქცია პერფორმანსით დაასრულეს.