აქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან და აქციას მართვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც მისივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ე.წ. პოლიტპატიმრები.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებსაც აპროტესტებენ.