9 ივნისს, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ. ეს მეტად საჭირო აქცია ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას. კლინიკა "რემედიქალი" ლოზუნგით - "ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!"
“რეგულარულად აწარმოებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” - ამბობს კლინიკა "რემედიქალის" კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.
ხადის ხეობაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაცია/შემოწმება, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ ტარდება. გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მკვიდრთა უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს.