აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - წლინახევრის ვივიანა ქვირიას მშობლები უწყებისგან დახმარებას ითხოვენ. მშობლების განმარტებით, ბავშვს თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადება, თავის ტვინის კორძიანი სხეულის დისგენეზია აღენიშნება, რასაც პარალელურად უკვე მეექვსედ მწვავე სახის პნევმონია ერთვის. მათივე განცხადებით, პატარა ვივიანა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად თურქეთში გადაყვანას საჭიროებს, რასაც 15 ათასი აშშ დოლარი ესაჭიროება. მათი განცხადებით, აღნიშნული პროცედურებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2430 ლარის ოდენობის თანხა გამოჰყო, რა დროსაც ამ ტიპის დაავადების მკურნალობის დაფინანსება თანხის 70%-ს უნდა შეადგენდეს. მშობლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.