პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვება ახლაგზარდებმა "ევროპული საქართველოს" ოფისთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვონ.
პარტიის ოფისთან მივიდა ელენე ხოშტარია, რასაც ხმაური და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ხოშტარიას განცხადებით, აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები არიან, რომელთაც ხელისუფლება დავალებებს აძლევს. მისივე განმარტებით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი იყო არა საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება, არამედ პარლამენტში მიმდინარე საბჭოთა მოვლენისთვის სახელის დარქმევა.