საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ხვდებიან.როგორც შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანა ძნელაძემ განაცხადა, ისინი კიდევ ერთხელ დეტალურად მიაწოდებენ ინფორმაციას ეროვნულ ბანკს და დააფიქსირებენ საკუთარ მოთხოვნებს. აუდიენციის პარალელურად ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეთა საპროტესტო აქცია იმართება.აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი თანხები, რომლებიც საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელობამ მიისაკუთრა.