აქცია ბათუმში - აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ - Palitra News

აქცია ბათუმში - აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

2019-11-15 11:04:13+04:00

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციას მართავენ. მათ შენობა პიკეტირებული აქვთ და თანამშრომლებს არც ერთი შესასვლელიდან შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. რაიმე სერიოზულ ინციდენტს ჯერ-ჯერობით ადგილი არ ჰქონია.