აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე წარწერას "ისტორიებით სავსე ქალაქი" შავი ლენტი შემოარტყეს - Palitra News

აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე წარწერას "ისტორიებით სავსე ქალაქი" შავი ლენტი შემოარტყეს

2019-12-18 20:46:28+04:00

თავისუფლების მოედანზე, წარწერას: "ისტორიებით სავსე ქალაქი" სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გლოვის ნიშნად შავი ლენტა შემოარტყეს. მათ შავ ლენტზე ანაბეჭდებიც დატოვეს.როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ 15 წლის არასრულწლოვნის ოჯახს."მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც აქ ხდება და რასაც სისტემა აკეთებს, უკანასკნელი გამოვლინება რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. არაფერი არ არის საზეიმო , არაფერი . მითუმეტეს საახალწლო განწყობაც არავის არ გვაქვს, დღეს არის მგლოვიარე დღე, უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენ მძაფრ შეშფოთებას. გვაქვს პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში”,-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა "ინტერპრესნიუსს"განუცხადეს, უშუალო ქმედით ნაბიჯებზე შაბათს გადავლენ და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.