საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სასტუმრო „ვინოტელთან“ და „რუმსთან“ მიმდინარეობდა, აქტივისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდნენ. როგორც „პალიტრანიუსს“ აქტივისტებმა განუცხადეს, ისინი აეროპორტის „ვიაიპ“ გასასვლელთან დახვდნენ პოზნერსა და მის მეგობრებს და მათი მისამართითაც კვერცხები ისროლეს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.