აქტივისტებმა მინდია ადაძემ და მარად შავაძემ ფოთის ჰოსპიტალი დატოვეს.მათ მედიკოსებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, მაგრამ ისინი შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციას აგრძელებენ.შეგახსენებთ, რომ მინდია ადაძე და მარად შავაძე შეუძლოდ გუშინ გახდნენ, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. შეკვეთილში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია მე-20 დღეა მიმდინარეობს.