"ბორჯომი" მომხმარებელს, საზაფხულო კომუნიკაციისთვის, ახალ კონცეფციას სთავაზობს, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინს, ვებ რესურსსა და სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს. "ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია უკვე თაროებზეა. ამასთან, პროექტის "აქტიური ზაფხულის" ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელიც მრავალფუნქციურია.აღნიშნული რესურსი ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას აქტიური გართობის შესახებ. გვერდზე განთავსებულია, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაცია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ახალ კონცეფციაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს. ინფორმაცია, საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობების შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დამუშავდა.გართობის ისეთი პოპულარული და სასურველი საშუალებები, როგორიცაა ველოსიპედი, სკუტერი, პიკნიკზე განტვირთვა, წყლის თხილამურები ან ნაოსნობა, ქმნიან „ბორჯომის“ სპეციალური, საზაფხულო სერიის ახალ დიზაინს. მომხმარებელი კი თავად შეძლებს შეარჩიოს მისთვის საყვარელი გართობის ფორმა.