ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო და საახალწლო დღესასწაულის აუცილებე-ლი ატრიბუტია, არამედ სარკეა, რომელშიც ეპოქის მსოფლმხედველობა ირეკლება...ოჯახებში ნაძვის ხის მორთვა ტრადიციად არის ქცეული და მას ყველა წევრი ესწრება. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მონდომებით ვარ-ჩევთ აქსესუარებს და მოსართავებს სადღესასწაულო ხისთვის. საახალწლო მოსართავები ოდითგანვე იცვლებოდა მმართველობის სტილი-დან, იდეოლოგიიდან და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე. თანა-მედროვე საშობაო რიტუალის ფორმირება გერმანულ ტრადიციაში შუასაუ-კუნეების ბოლოსა და ახალი ერის დასაწყისში მოხდა.