გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც მეზობლები აცხადებენ, მკვლელობა სავარაუდოდ, წინასწარ განზრახვით განხორციელდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი."9 ტყვია აქვს მოხვედრილი. ადრე სამეზობლოში ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც აკრძალული ჰქონდა ამ ბიჭს აქ ცხოვრება. ეს ბიჭი იყო ძალიან კარგად აღზრდილი, არავის არაფერს უშავებდა", - განაცხადა მეზობელმა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2“ ავრცელებს. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ თოფიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.