პირველი დღე არის შოკის გაძლების დღე და ამას უკრაინამ თავი გაართვა, - ასე შეაფასა თადარიგის პოლკოვნიკმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა აკია ბარბაქაძემ უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს დროის უკან გადახვევა და მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლა.
მისივე განცხადებით, პუტინს მძევლად ჰყავს აყვანილი საკუთარი ქვეყანა და სურს, რომ ასევე მძევლად აიყვანოს მთელი მსოფლიო.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს, აკია ბარბაქაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგური დაკონსერვებულია და იქ საომარი მოქმედებების წარმოება აკრძალულია.