ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 56 000 ჰექტარ ფართობზე საველე სამუშაოებში, 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული.
ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამზადა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სპეციალისტების მიერ გადამზადდა 26 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა.