როუენ ატკინსონი არის ადამიანი, რომელსაც მთელი სამყარო ძალიან კარგად იცნობს, თუმცა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი საზოგადოებას თითქმის არაფერს არ ეუბნება. მისი გამოგონილი და შემდგომ განსახიერებული, ‘’მისტერ ბინს’’ კი ყველა თაობის ადამიანი ცნობს და ძალიან უყვარს. მისტერ ბინი 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ორი ათწლეულის განმავლობაში ოჯახებში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გასართობ ტელე-გადაცემას წარმოადგენდა. როუენის განსაკუთრებულმა იუმორმა, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი თაყვანისმცემლები იპოვნა, მისი მიმიკა და პლასტიკა კი უკვე მრავალი წელია კომიკოსებისთვის ნამდვილი ეტალონია.