რუსთავში, მტკვარში გამორიყული მამაკაცის ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩნდა, როგორც გაირკვა, ის თბილისში მცხოვრები 36 წლის დავით მუმლაძეა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა მისი მეგობარი გიორგი გეთაშვილი დაკითხეს, რასაც გეთაშვილის მეუღლისა და ადვოკატის პროტესტი მოყვა. ამასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის პოლიციასთან ხმაურიც იყო. უფლებადამცველის ალექსანდრე კობაიძის განმარტებით მას თავის დაცვის ქვეშ მყოფთან არ უშვებენ იმ მოტივით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გეთაშვილის მეუღლის განცხადებით კი დავიტ მუმლაძე პირველ ოქტომბერს დაიკარგა. 5 ოქტომბერს კი მისი მეუღლე სამართალდამცველებმა გვამის ამოსაცნობად რუსთავში წაიყვანეს.