"ახლგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული, არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს" - ბესელიას კომენტარი ჩანაწერებზე - Palitra News

"ახლგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული, არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს" - ბესელიას კომენტარი ჩანაწერებზე

2019-02-02 18:57:04+04:00

პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა. ბესელიას განცხადებით, ახალგაზრდა გოგონები არიან ამ საქმეზე დაკავებული და არ სურს ოჯახების ტრაგედიაც მოჰყვეს მორალურ ტერორს. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის ამ უკანონო კამპანიის დირიჟორი.

იხილეთ:4 საკითხი, რაც ბესელიამ ივანიშვილისა და უმრავლესობის სხდომაზე განიხილა - პოლიტიკოსი შეხვედრის შემდეგ ვრცლად განმარტავს, რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერა