ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსახლეობის მხრიდან „რეგულაციების არ დაცვამ და გაუფრთხილებლობამ“ გამოიწვია.
მარინა ენდელაძის თქმით, ეპიდვითარების გათვალისწინებით ამჟამად ყველაზე საშიშ რეგიონს თბილისი წარმოადგენს.
„ყოველდღე ვამბობთ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამჟამად ყველაზე საშიშია თბილისი და უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები“, - განცხადა ენდელაძემ.