საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხმაურება.
დეგნანი ამბობს, რომ მოხარულია მოსამართლეების განცხადებით, რომლითაც მათ მზაობა გამოხატეს, ეთანამშრომლათ ყველა მხარესთან, რათა გაეუმჯობესებინათ საქართველოს სასამართლო სისტემა.
მისი განცხადებით, პარლამენტს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე სანამ საკითხთან დაკავშირებით არ შედგება ფართო, ინკლუზიური და მულტიპარტიული მსჯელობა, იმისთვის რათა სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს.