დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რათა შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პანდემიურ ვითარებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.ნინო ბურჯანაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს და ამბობს, რომ ის მოსახლეობისთვის დიდი შეღავათის მიმცემი არაა. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, რაც ამ დარგს მძიმედ დაეტყობა.