საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად მანანა კობახიძის წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა გაბუნიასა და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ მანანა ნაჭყებიას შორის კამათი მოჰყვა. როგორც ნაჭყებიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ადამიანი, რომელიც არის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც აკეთებდა განცხადებებს პარტიის სახელით, რომელიც დღესაც ითვლება ყველაზე აქტიურ დამცველად "ქართული ოცნების" პოზიციის, ვერ აღიქმება დამოუკიდებელ ფიგურად და საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება.