ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციას, რომ მოკლული პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე თანასოფლელმა ახალგაზრდებს ავიწროვებდა, შს მინისტრის მოადგილე უარყოფს. კახაბერ საბანაძე ამბობს რომ პოლიციელის მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის მოადგილე დაღუპულის ოჯახში ჩავიდა და ბუტა ანთაძის ახლობლებს პირადად მიუსამძიმრა. რა გახდა რეალურად კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, ქობულეთის პოლიციის უფროსის თქმით, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.