ახალციხის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცეცხლი გაჩნდა - Palitra News

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცეცხლი გაჩნდა

2019-08-15 16:11:47+04:00

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "პალიტრანიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არ არის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც ქრობითი სამუშაოები ჩაატარეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟი. ხანძრის ამსახველ ვიდრეოკადრებს "მეცხრე არხი ტივი" ავრცელებს.