ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.