20:57
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ახალმა კვლევამ უარყო, რომ სოციალური ქსელები სხვადასხვა დაავადებას იწვევს
11-06-2019

სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას. ბროკის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ ეს მოსაზრება კატეგორიულად უარყო. მეცნიერებმა ყურადღება შეაჩერეს დეპრესიასა და სოციალურ ქსელებს შორის კავშირზე.

მათ მოხალისეთა ორი ჯგუფის მონაცემები გააანალიზეს. ერთი ჯგუფი შედგებოდა მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 594 მოსწავლისაგან, მეორე კი 1132 სტუდენტისგან. დაბალი ასაკის ჯგუფის მდგომარეობას სწავლობდნენ ორი წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ. უფროსი ასაკის ჯგუფი შემოწმებას გადიოდა ყოველწლიურად ექვსი წლის განმავლობაში.

მონაწილეებს უტარდებოდათ გამოკითხვა თუ რამდენ დროს ატარებდნენ სამუშაო და გამოსასვლელ დღეებში სოციალურ ქსელებში. ექსპერტებს ასევე აინტერესებდათ ტელევიზორთან, ვარჯიშსა და საყოფაცხოვრებო საქმეებზე დახარჯული დრო.

 აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელების გადაჭარბებული მოხმარებაც კი, არ იწვევდა დეპრესიას. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გოგონებმა, რომელთაც უკვე აღენიშნებათ დეპრესიის სიმპტომები, განწყობის გასაუმჯობესებლად შეუძლიათ მიმართონ სოციალურ ქსელებს.



გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები