ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ- მინისტრ ჯესინდა არდერნის „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს. BBC -ის ცნობით, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნებში ხმების 49% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური პარტიაა“ ხმების 27% პროცენტით. ახალი ზელანდიის ცესკო-ს ინფორმაციით, ბიულეტენების უმეტესი ნაწილი დათვლილია. ცნობისათვის, ახალ ზელანდიაში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს გაიმართა. მანამდე კი წინასწარი ხმის მიცემის პროცედურა 3 ოქტომბერს დაიწყო და მასში მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.