ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მოუწოდებს მსოფლიოს ერთად იბრძოლონ რასისტული მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ. ბიბისისთან ინტერვიუში პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რასიზმის წახალისებას იმიგრაციის ზრდა არ იწვევს. მისივე თქმით, საჭიროა რომ ამოიძირკვოს რასისტული იდეოლოგია ყველგან, სადაც ეს პრობლემა არის. "რაც ახალმა ზელანდიამ გასულ კვირას გამოსცადა, ეს იყო ძალადობა, რომელიც განახორციელა ადამიანმა, რომელიც გაიზარდა სხვაგან და იდეოლოგია ისწავლა სხვა ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ახალი ზელანდია ღია ქვეყანაა და იღებს ყველას, ვისაც სურს რომ იცხოვროს ახალ ზელანდიაში და ამ ქვეყანას სამშობლო უწოდოს.