ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმისას დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიალი დაიწყო. ისლამური ტრადიციების მიხედვით, მიცვალებულს გარდაცვალებიდან მალევე კრძალავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში მიმდინარეობდა მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესი, რის გამოც დაკრძალვა გადაიდო.კრაისტჩერჩში დაკრძალვის ცერემონიალებს ასობით ადამიანი ესწრება. მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებიც. შეგახსენებთ, გასულ კვირას მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც 28 წლის ავსტრალიელმა განახორციელა, 50 ადამიანი დაიღუპა.