ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა, საიდანაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. მომხდარის გამო მიმდებარე ქუჩები პოლიციამ გადაკეტა.
შეგახსენებთ, ქალაქ კრაისტჩერჩში რამდენიმე თვის წინ მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა. მეჩეთებზე თავდასხმას 51 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. თუმცა, პოლიციის განცხადებით, გაზის აფეთქების ინციდენტი შემთხვევითია და მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.