დღეიდან თამბაქოს ბიზნესისთვის, ახალი ვალდებულება ამოქმედდა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დღეიდან, 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.
ცვლილების თანახმად, დღეიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე/თამბაქოს ნარჩენებზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად, 1 კილოგრამი თამბაქოს ნაწარმი, 60 ლარით დაიბეგრება.
გარდა ამისა, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია. ამასთან, ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს.