მეწარმეებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, ცვლილება შეეხება იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ - ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებასა და ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას.
რაც შეეხება ვალდებულებას, მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დანერგონ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ბიზნესოპერატორებს, რომელთაც სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად არ აქვთ დანერგილი აღიარება გაუუქმდებათ. მთავრობის აღნიშნული დადგენილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.