East Fruit -ის მონიტორინგის შედეგებით, ხახვი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაძვირდა. ექსპერტების შეფასებით, პროდუქტზე ფასის მატება ძრითადად მიწოდების პრობლემას უკავშირდება, რაც დიდთოვლობამ გამოიწვია.
პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ფერმერებს 1 კილოგრამ ხახვში საშუალოდ, 10 ცენტს სთავაზობენ, რაც წინა წლის ბოლო პერიოდის ფასს, მხოლოდ 6%-ით აღემატება. რუსეთში ხახვის ფასის შედარებით უმნიშვნელო 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქ პროდუქტის ღირებულება 22 ცენტია. უკრაინაში ხახვის ღირებულებამ 42 ცენტს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ხახვის ფასი თითქმის უკრაინისას გაუტოლდა. მოლდოვაში პროდუქტი 41 ცენტი ღირს, რაც ფასის 17%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო საქართველოში ხახვის ფასმა 42 ცენტს მიაღწია. შედეგად, ქართველმა ფერმერებმა ადგილობრივი ხახვის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს და ბაზარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა.