ახალი ტარიფები ჩინეთს აიძულებს ყურადღება მიაქციოს აშშ-ის შეშფოთებას, ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა განაცხადა.
როსის თქმით, აშშ-ი არ ისურვებდა ტარიფების დაწესებას ჩინურ პროდუქციაზე დაახლოებით ერთი წლის წინ, თუმცა, იძულებული გახდა რომ პეკინი ამგვარი სანქციებით აემოქმედებინა.
"ჩვენ არ გვიყვარს ტარიფები, ჩვენ დიდი სიამოვნებით არ გამოვიყენებდით ამ ხერხს, თუმცა, წლების დისკუსიების შემდეგ რომ უმოქმედობა დავინახეთ, ტარიფები საბოლოოდ გახდა ერთადერთი საშუალება რომ ჩინეთს ჩვენი შეშფოთებისთვის ყურადღება მიექცია", - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონი მომავალ კვირას 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფის 25-დან 30 პროცენტამდე ზრდას აპირებს, პარალელურად, ვაშინგტონში ამერიკელი და ჩინელი მაღალჩინოსნები შეხვედრებს მართავენ, რათა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტური სიტუაცია აღმოფხვრან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომმა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზეც იმოქმედა.