12:11
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ახალი თაობის უნიკალური ანტიბიოტიკი
11-06-2019

ბიოტექნოლოგიურმა კორპორაციამ Genentech წარმოადგინა ახალი ექსპერიმენტული ანტიბიოტიკი - G0775, რომელიც ძირითადად გრამუარყოფით ბაქტერიებს ანადგურებს. ცნობილია, რომ გრამდადებით ბაქტერებს გააჩნიათ ერთშრიანი უჯრედული მემბრანა. ის შეიცავს პეპტიდოგლიკანს - ჰეტეროპოლიმერს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბაქტერიის უჯრედის კედლისთვის. ბევრი ანტიბიოტიკი, მათ შორის პენიცილინი, ამუხრუჭებს პეპტიდოგლიკანის სინთეზს, რითაც უჯრედის სიკვდილს იწვევს.

თავის მხრივ, გრამუარყოფითი ბაქტერიები მნიშვნელოვნად განსხვავდება - უჯრედული მემბრანა ჩაკეტილია ორ არამკვრივ შრეს შორის. გარეთა მხრიდან მას ფარავს დამატებითი ლიპოპოლისაქარიდული შრე, რის გამოც მემბრანისკენ გზა ჩაკეტილია. სპეციალისტებმა მოიფიქრეს, როგორ აუარონ გვერდი ამ დაცვას.

ისინი გარკვეულ როლს ანიჭებენ არილომიცინებს. აღნიშნული მოლეკულები ამუხრუჭებენ მნიშვნელოვან, პირველი ტიპის ბაქტერიულ სასიგნალო პეპტიდაზას - ახალ სამიზნეს ანტიბიოტიკურ თერაპიაში. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდება მყარ პათოგენებზე გამარჯვება.

პეპტიდაზა ფერმენტია, რომელიც აძლიერებს ცილების მოლეკულებიდან ამინომჟავების მოშორებას. სპეციალისტებმა არილომიცინის ოპტიმიზაციით მიიღეს G0775. აღნიშნული მოლეკულა ადვილად აღწევს ბაქტერიის გარეთა მემბრანაში.

AutoPlay
"ავერსმა" "მტრედი ბარათის" გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადასცა
30-07-2019
"IDEA" - სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის
28-07-2019
მეცნიერები: თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის რისკი - 200 ათასი ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგები
26-07-2019
გარგარი შეიცავს ნაერთს, რომელიც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის - სპეციალისტები მის გადაჭარბებული დოზით მიღებას მაინც არ გვირჩევენ
25-07-2019
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ზაფხულში
24-07-2019
რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - თუ მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია
23-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები