09:00
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ავტოქარი
ახალი თაობის "ტოიოტა კამრი" საქართველოშია!
08-03-2018

ახალი "ტოიოტა კამრი" საქართველოშია! ტოიოტა კავკასიამ ე.წ. D სეგმენტის ფლაგმანი სედანის ახალი, მე-8 თაობის ტოიოტა კამრის პრეზენტაცია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართა. ღონისძიებას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ყველა წამყვანი მედიასაშუალება დაესწრო. ჟურნალისტები ახალ "კამრის" მთელი დღის განმავლობაში ტესტავდნენ. მათ "ტოიოტას" ახალი სედანის უშუალო კონკურენტებთან, "ფოლკსვაგენ პასატთან", "მაზდა 6"-თან და "კია ოპტიმასთან" შედარების საშუალებაც მიეცათ.

მე-6 თაობის შემდეგ "კამრი" იაპონიასა (უკრაინისა და კავკასიისთვის) და რუსეთში (რუსეთისა და ყაზახეთისათვის) იწარმოება და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით "კამრი" რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში.

ახლა კი გამოვიდა ახალი მოდელი, რომელმაც წინამორბედის წარმატებული გზა უნდა გააგრძელოს. მე-8 თაობის კამრი არის ავტომობილი, რომელიც სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინისა და ინჟინერის ფილოსოფიას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები