საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ბნ.მა -ირჟი პრეცლიკმა არჩევანი შკოდას მარკის ავტომობილზე- Kodiaq-ზე შეაჩერა. სალეჩოსათვის, ახალი Kodiaq-ის გადაცემის ცერემონია 12 ოქტომბერს, შკოდას ცენტრში გაიმართა და მას ჩეხეთის საელჩოს დელეგაცია დაესწრო.
შკოდამ ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. ბრენდი „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს “იბერია ავტო ცენტრია“. შკოდას მარკის ავტომობილების პოპულარობას ბაზარზე მაღალი ხარისხი , გამძლეობა, ეკონომიურობა და საუკეთესო ფასი განაპირობებს.
Skoda Kodiaq-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდა. დახვეწილი დიზაინი, ტევადი ინტერიერი , საუკეთესო ფუნქციონალურობა, ყველაზე თანამედროვე ელექტრონული დამხმარე სისტემების კომპლექტი და ინოვაციური ქსელური შესაძლებლობები. ეს ყველაფერი ერთ ავტომობილში, Skoda Kodiaq-შია თავმოყრილი. ავტომობილის თანამედროვე, სრულყოფილებამდე მიახლოებული დიზაინი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მაღალ და უპირობო სტანდარტებს. Skoda Kodiaq-ის საბაზო ვერსია გათვლილია 5 ადამიანზე, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მესამე რიგის დამატება და 7 ადგილიანად გადაკეთება.