თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ კაფე-ბარები და რესტორენები 22 საათიდან მცხეთაშიც დაიხურება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ამ რეგულაციის ამოქმედების მიზეზი ბოლო პერიოდში თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოსახლეობის მცხეთის რესტორენბში გადაცვლებაა. ნათია მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები.