განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. მინისტრის თქმით, უწყება მზად არის მოერგოს ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიტუაციას.