სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებისთვის მომავალი წლიდან ახალი საგზაო რეგულაციები ამოქმედდება. დედაქალაქის ვიცე მერის განცხადებით, ახალი რეგულაციები მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ძალაში. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, რეგულაციები მიკროავტობუსებს, სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებს შეეხება და მათი დაწესება საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით არის განპირობებული.