საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა., რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ნოემბრიდან ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. თუმცა, როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება.